logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: მტკივნეული ეტაპი გავლილია
- +

11 მაისი. 2016. 16:44




შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მმართველ გუნდთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.



ეს იყო პრეზიდენტის მოსაზრება. ვფიქრობ, მას საფუძვლად ედო ის გარემოება, რომ პრეზიდენტისა და პრემიერ­მინისტრის ძალაუფლებების შედარებით ახალი განაწილება არის ძალიან ახალგაზრდა. ახალი კონსტიტუცია ძალაში შევიდა სულ რამდენიმე წლის წინ. ალბათ ეს იყო ის მტკივნეული პერიოდი, რომელიც შეიძლებოდა უკეთესად გავლილიყო, მაგრამ გვაქვს ის, რაც გვაქვს. ვფიქრობ, პრეზიდენტმა, პრემიერმაც და პარლამენტის თავმჯდომარემაც დაადასტურეს თავისი ქმედითი ნაბიჯებით, რომ ეს მტკივნეული ეტაპი გავლილია და ნაბიჯები სწორად იქნა გადადგმული", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 



იხილეთ პრეზიდენტის განცხადება:

http://reportiori.ge


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner