„დასავლელ პარტნიორებთა თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს. არანაირი გადახვევა არ არსებობს სტრატეგიული კურსიდან", - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, „პოლიტიკური გუნდი, რომელიც ქვეყანას მართავს, მუდმივი ორგანიზმი არ არის, განახლებადია და ამ პროცესში ვიმყოფებით".
„ყველანაირი ვაი-ვიში, რაც არის ატეხილი, არის აბსოლუტურად უადგილო და ემსახურება მხოლოდ საკუთარი თავის დამკვიდრებას. ამიტომ მე მოვუწოდებდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს აბსოლუტურად უაზრო ვაი-ვიში ატეხა ამ საკითხის გარშემო, შეხედოს ქვეყნის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ქვეყნის საერთაშორისო კურსს და ამ საკითხში არანაირი გადახვევა არ არსებობს. გაიგოს ყველამ, რომ საქართველოს უსაფრთხოება გადის დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე", - განაცხადა კვირიკაშვილმა.