logo_geo
eng_logo
ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის ორ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
- +

27 აგვისტო. 2018. 17:13

 

„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ირანის ისლამური რესპუბლიკის ორ მოქალაქეს  შ.მ.-ს, და შ.ო.-ს, რომელთაც ბრალი აქვთ წარდგენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ შ.მ.-მ  129,30 გრ. „ჰეროინი“ და 0,116 გრ. „მორფინი“, ხოლო შ.ო.-მ  98,89 გრ. ჰეროინი“, რასაც შენიღბული სახით ინახავდნენ თავიანთ  სხეულში.

 

გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ირანის ისლამური რესპუბლიკის ორი მოქალაქე,  რომელიც 2018 წლის 25 აგვისტოს  შემოვიდა  საქართველოში, სადახლოს სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან, იმავე დღეს დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

 

2018 წლის 26 აგვისტოს შ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილებით (ნარკოტიკული საშუალებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა), ხოლო შ.ო.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით  (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა) წარედგინა;

 

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner