logo_geo
eng_logo
ჯონ ლენონის მკვლელს შეწყალებაზე უარი მეათედ უთხრეს
- +

27 აგვისტო. 2018. 22:24

 

ჯონ ლენონის მკვლელი პატიმრობაში რჩება: მას შეწყალებაზე უარი უკვე მეათედ უთხრეს. ამის შესახებ გამოცემა New York Daily News-ი იტყობინება.

 

როგორც პირობით გათავისუფლების კომისიამ დაასკვნა, მარკ ჩეპმენის გათავისუფლებისთვის შესაბამისი მოტივაცია არ არსებობს. კომისიის გადაწყვეტილება კი იმას ნიშნავს, რომ ჩეპმენი საპატიმროში, სულ მცირე, 2 წლით კიდევ დარჩება.

 

პატიმრობაში მის დატოვებას ითხოვდა ლენონის ქვრივი იოკო ონოც. ლეგენდარულ მუსიკოსს მარკ ჩეპმენი თავს 1980 წლის 8 დეკემბერს დაესხა. მან ლენონს ზურგში 5 ტყვია ესროლა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner