logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: პრემიერ-მინისტრს სრული უფლება აქვს, მინისტრთა კაბინეტის ამა თუ იმ წევრს მიუთითოს...
- +

11 მაისი. 2016. 17:15




პრემიერ-მინისტრს სრული ლეგიტიმური უფლება აქვს, მინისტრთა კაბინეტის ამა თუ იმ წევრს მიუთითოს მათი ამა თუ იმ განცხადების თაობაზე", - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.



„გადავდივართ წინასაარჩევნო პერიოდში, ამიტომ ცვლილებები გამორიცხული არ არის, მაგრამ მინდა მივმართო ყველას, რომ მინისტრთა კაბინეტში ხელმძღვანელია პრემიერ-მინისტრი და მას სრული უფლება აქვს, მინისტრებს ამა თუ იმ განცხადების თაობაზე მიუთითოს. ამ საკითხზე ატეხილი აბსოლუტურად უაზრო ალიაქოთი არის უადგილო და ეს უადგილო განცხადებები არის აზრსმოკლებული. არ გამიკვირდებოდა მსგავსი განცხადებები პოლიტიკური ლიდერებისგან ან პოლიტიკური ოპონენტი პარტიებისგან, მაგრამ მინისტრთა კაბინეტის წევრებისგან მსგავსი განცხადებები არის მიუღებელი და უადგილო. პრემიერი სრულიად აკონტროლებს ამ სიტუაციას",- განაცხადა კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner