logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: პროექტი „Check In Georgia“ საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის ცნობადობას აამაღლებს!
- +

11 მაისი. 2016. 17:17




ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პროექტი „Check In Georgia" საქართველოს ცნობადობას აამაღლებს.

მისი თქმით, პროექტი 19 ქალაქში ხორციელდება და პრაქტიკულად, მთელი ზაფხულისა და შემოდგომის მანძილზე მიმდინარეობს.



ეს პროექტი გამიზნულია იმისთვის, რომ ამაღლდეს ჩვენი ქვეყნის ცნობადობა საზღვარგარეთ, მოვიზიდოთ მეტი ტურისტი საზღვარგარეთიდან და ასევე მოვახდინოთ შიდა ტურიზმის წახალისება იმიტომ, რომ შიდა ტურიზმის ჩვენს ეკონომიკაში აგენერირებს არანაკლებ შემოსავლებს და სამუშაო ადგილებს", - განაცხადა მინისტმა.



ცნობისთვის, მთავრობის მიერ ინიცირებულ პროექტ „Check In Georgia"-ს შეურთდნენ: „როიალ კაპიტალ გრუპი", „საქართველოს ბანკი", „თიბისი ბანკი", „მეტრო", „სოკარი", „ვისოლი", „თეგეტა მოტორსი", „VTB ბანკი", „ბლექსი ჯგუფი", „შილდა", „T&R დისტრიბუცია", განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების ფონდი, „ომეგა", „პროგრეს ბანკი", „West Invest", „ბორჯომი", საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, „რუსალოს", „გალფი", „ატლსაგლობალი", „აიჯი მოლი".






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner