logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: დრო მოვა, იგივე პროკურორები დაადასტურებენ საგარეჯოში არჩევნების გაყალბებას
- +

11 მაისი. 2016. 17:19




„პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი „facebook"-გვერდზე წერს, რომ დრო მოვა, პროკურორები სულ სხვა, ობიექტურ დასკვნას დადებენ და დაადასტურებენ მუხროვანში და ზოგადად საგარეჯოში არჩევნების გაყალბებას.



ლევან სტუკაჩოვ­ბერძენიშვილს უთქვამსწესიერ ქვეყანაში, პროკურატურის დასკვნის მერე, ირმა ინაშვილს დაიჭერდნენო.

1. არაფერი დასკვნა პროკურატურას არ დაუდია საგარეჯოს არჩევნებზე. პროკურატურამ შეწყვიტა გამოძიება, რესპუბლიკელების" ისტერიკისა და შანტაჟის გამო.

2. დრო მოვა, იგივე პროკურორები სულ სხვა, ობიექტურ დასკვნას დადებენ და დაადასტურებენ მუხროვანში და ზოგადად საგარეჯოში არჩევნების გაყალბებას.

3. წესიერ ქვეყანაში თავდაცვის მინისტრი ვერ გახდებოდა თინა ხიდაშელი.

4. წესიერ ქვეყანაში არჩევნების გამყალბებელი თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები ისხდებოდნენ ციხეში.

5. წესიერ ქვეყანაში რესპუბლიკური პარტია ვერ დაითრევდა ხელისუფლების დიდ ნაწილს.

6. წესიერ ქვეყანაში ლევან სტუკაჩოვი იქნებოდა პენსიაზე, რომელსაც მისი ტრადიციული მოკავშირე­ რუსეთის უშიშროება გამოუგზავნიდა თვეში ერთხელ და იცხოვრებდა მოსკოვთან ახლოს.

7. წესიერ ქვეყენაზე ლაპარაკს თქვენ, უწესოებმა: სტუკაჩოვ­ კომუნისტინ­ გამყალბებლოვებმა დაანებეთ თავი. ნუ აწუხებთ ჩვენს სამშობლოს", - წერს ირმა ინაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner