logo_geo
eng_logo
სასამართლომ ირანის რესპუბლიკის სამ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
- +

28 აგვისტო. 2018. 13:54

 

 

„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ირანის ისლამური რესპუბლიკის სამ მოქალაქეს ჩ.რ.-ს, ზ.მ.-ს და კ.ა.-ს, რომელთაც ბრალი აქვთ წაყენებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და გასაღებისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ  ჩ.რ.-მ და ზ.მ.-მ. წინასწარი შეთანხმებით, შემდგომი გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს  დიდი ოდენობით 0.2294  გრამი ნარკოტიკული  საშუალება „მდმა“-ს (3.4 - მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი)  შემცველი ნივთიერება ფხვნილისა და გრანულების სახით და 2018  წლის 25 აგვისტოს, ზუგდიდის რაიონის, სოფელ განმუხურში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალ „ECHO WAVES“-თვის განკუთვნილ ტერიტორიაზე, 350 ლარის  სანაცვლოდ  უკანონოდ გაასაღეს ფესტივალის ერთ-ერთ მოქალაქეზე, რაც იმავე დღეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლის მიერ იქნა ამოღებული.

 

რაც შეეხება მესამე ბრალდებულ კ.ა.-ს, მან შემდგომი გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინა და შეინახა  დიდი ოდენობით  0.0158  გრამი ნარკოტიკული  საშუალება „მეტამფეტამინის“ შემცველი 3 ცალი ტაბლეტი, რაც 2018  წლის 25 აგვისტოს, ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში, ასევე ელექტრონული მუსიკის ფესტივალის „ECHO WAVES“-ის მიმდინარეობისას, 280 ლარის  სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ერთ-ერთ მოქალაქეზე, რაც იმავე დღეს საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლის მიერ იქნა ამოღებული.

 

2018 წლის 27 აგვისტოს  ჩ.რ-ს. და ზ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით წარედგინა (წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და გასაღება), ხოლო კ.ა.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით წარედგინა (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და გასაღება);

 

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner