logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია და მთავრობა არჩევანს ასრულებს!
- +

11 მაისი. 2016. 17:20




საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ თამაზ მეჭიაურის განცხადებას, რომ პრემიერ-მინისტრი ქვეყნის საგარეო კურსში თავადაც არ არის დარწმუნებული.



ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებაზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს ერთადერთი მიმართულება - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელიც არის საქართველოს უსაფრთხო, მშვიდი და სტაბილური განვითარების გარანტია. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და საქართველოს მთავრობა ასრულებს ხალხის არჩევანს", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner