რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ჭვრინისის მკვიდრი, 62 წლის გიორგი ხარაზიშვილი გაიტაცეს.
დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.
მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი შეშის მოსამარაგებლად იყო წასული.