რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 1981 წლის შემდეგ სექტემბერში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო სწავლებებს ჩაატარებს.
არსებული ინფორმაციით, „Восток-2018“-ის სამხედრო სწავლებებში მონაწილეობას 300 000 სამხედრო მიიღებს.
სამხედრო სწავლებები 11 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. გამოყენებული იქნება ცენტრალური და აღმოსავლეთ სამხედრო ოლქების თითქმის ყველა პოლიგონი. სწავლებებში ასევე იქნება ჩართული 36 ათასი ტანკი, ჯავშანმანქანა და სხვა სამხედრო მანქანები, ასევე ათასამდე თვითმფრინავი და ვერტმფრენი.
სამხედრო სწავლებებში მონაწილეობას მიიღებენ აღმოსავლეთ და ცენტრალური სამხედრო ოლქების ჯარები, ასევე ჩრდილოეთ და წყნარი ოკეანის ფლოტი.