logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ გვაქვს სრულიად სხვა წინასაარჩევნო გარემო
- +

11 მაისი. 2016. 17:28




ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია,  ვთქვათ, რომ დღეს  ჩვენ გვაქვს სრულიად სხვა წინასაარჩევნო გარემო", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილის თქმით,  ამ გარდამავალ პერიოდში სხვადასხვა განცხადებები, რომლებიც გენერალურ ხაზს და სტრატეგიულ ხაზს არის აცილებული, ჩვეულებრივი მოვლენაა.



მთავარი არის ის, თუ როგორი იქნება საქართველოს განვითარების ვექტორი და ამ კუთხით საქართველოში შეკითხვები არ არსებობს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.  მნიშვნელოვანია ისიც, რომ პოლიტიკური გუნდი, რომელიც ქვეყანას მართავს, არ არის მუდმივი ორგანიზმი, ეს არის განახლებადი ორგანიზმი და განახლების პროცესში ვიმყოფებით ჩვენ. ამიტომ ყველანაირი ვაი-ვიში, რომელიც არის ატეხილი ამ საკითხთან დაკავშირებით, არის უადგილო, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის პოლიტიკურად დამკვიდრების მცდელობას და აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს. მე მოვუწოდებდი ყველა იმ ადამიანს, ვინც აბსოლუტურად უაზრო კორიანტელი ატეხა ამ საკითხის გარშემო, რომ შეხედოს ქვეყნის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, შეხედოს იმ სტრატეგიულ კურსს, რომელსაც ქვეყანა თანმიმდევრულად მიყვება და ამ საკითხში არანაირი გადახვევა არ არსებობს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner