logo_geo
eng_logo
ფილიპინებზე აფეთქებისას ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები
- +

28 აგვისტო. 2018. 20:47

 

 

ფილიპინებზე, ფესტივალზე მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა. მათგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია.

 

Reuters-ის ცნობით, ტერაქტი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, კუდარატის პროვინციაში მოხდა. მოტოციკლზე დამონტაჟებული ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა რესტორანთან ახლოს ამოქმედდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

 

კუდარატის პროვინციაში ერთდროულად რამდენიმე ექსტრემისტული დაჯგუფება მოქმედებს. ერთი თვის წინ, ამავე პროვინციაში სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მომხდარი აფეთქების დროს 11 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, 4 მშვიდობიანი მოქალაქე იყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner