logo_geo
eng_logo
თურქეთში კოვბოების შესახებ ამერიკული ფილმების ჩვენება შეწყვიტეს
- +

28 აგვისტო. 2018. 22:54

 

 

თუქეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანია TRT-მა კოვბოების შესახებ ფილმების ჩვენება შეწყვიტა, რომელიც წლების განმავლობაში კვირა დილით გადაიცემოდა. როორც Mynet-ი წერს, ამის მიზეზი აშშ-სთან ურთიერთობების გაუარესება გახდა.

 

ტელეარხი ამერიკულ ფილმებს 1980-იანი წლებიდან უჩვენებდა. მას შემდეგ ამერიკული ვესტერნი ეთერში პირველად 26 აგვისტოს არ გავიდა. ამიერიდან კოვბოების შესახებ ისტორიების ნაცვლად მაყურებლები თურქულ ფილმებს იხილავენ.

 

ამ გადაწყვეტილების გამო TRT-ის კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა.

 

16 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ თურქეთში iPhone-ზე შეკვეთებს აუქმებენ.

 

ვაშინგტონსა და ანკარას შორის ურთიერთობები აგვისტოს დასაწყისში გაუარესდა, როცა შეერთებულმა შტატებმა ორ თურქ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. მიზეზი პასტორ ენდრიუ ბრანსონის პატიმრობაში დატოვება გახდა.

 

თურქეთსა და ვაშინგტონს შორის ალუმინსა და ფოლადზე ტარიფების გაორმაგებას მოჰყვა ლირის კურსის ვარდნა, რის შემდეგაც ოფიციალურმა ანკარამ ვაშინგტონი ეკონომიკური ომის გაჩაღებაში დაადანაშაულა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner