logo_geo
eng_logo
სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ოთარ შავაძე დამნაშავედ ცნო
- +

11 მაისი. 2016. 18:02



ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ოთარ შავაძე დამნაშავედ ცნო  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  108-ე მუხლით.



სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2015 წლის 21 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ შუასოფელში ოთარ შავაძეს ეჭვიანობის გამო შელაპარაკება მოუვიდა  თანასოფლელ რომან შავაძესთან. ურთიერთშელაპარაკების დროს ოთარ შავაძემ  შურისძიების მოტივით, განზრახ მკვლელობის მიზნით რომან შავაძეს გულმკერდის არეში ორჯერ დაარტყა ე.წ. სადგისი, ხოლო შემდეგ ბლაგვი საგნის გამოყენებით თავისა და ქვემო კიდურების არეში მიაყენა რამდენიმე დაზიანება. მიღებული დაზიანების შედეგად რომან შავაძე ადგილზე გარდაიცვალა. იმავე ღამეს, ოთარ შავაძემ  გვამი  მდინარის ნაპირზე მიიტანა და დამარხა. სამართალდამცველებმა ოთარ შავაძე ბრალდებულის სახით  23 აგვისტოს დააკავეს.

 

 

მოსამართლემ ოთარ შავაძეს  ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - წერია განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner