ერთა ლიგაზე ანდორასთან და საქართველოსთან მატჩებამდე ლატვიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მიქსუ პაატელაინენმა პრესკონფერენცია გამართა.
ბალტიისპირელთა ფინელმა დამრიგებელმა სექტემბერში დაგეგმილ შეხვედრებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯგუფის ფავორიტი საქართველოა.
“საქართველო ჩვენს ჯგუფში ყველაზე ძლიერი ნაკრებია და ალბათ, მასთან გასვლაზე თამაში ერთა ლიგაში ლატვიისთვის ყველაზე სერიოზული და მძიმე გამოცდა იქნება. დიდი ალბათობით, სახლში ანდორასთან ბევრს შევუტევთ, ხოლო თბილისში საქართველოსთან მუდამ თავის დაცვა მოგვიწევს” – ამბობს პაატელაინენი.
შეგახსენებთ, რომ ლატვიის ნაკრები 9 სექტემბერს თბილისში გვესტუმრება და ერთა ლიგის “დ” დივიზიონში საქართველოს “დინამო არენაზე“ ეთამაშება.