logo_geo
eng_logo
თრუსოს ხეობაში დაკარგული მოლაშქრეები ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა დააკავეს
- +

29 აგვისტო. 2018. 10:35

 

 

თრუსოს ხეობაში დაკარგული ხუთი მოლაშქრე რუსმა სამხედროებმა დააკავეს. მოლაშქრეებთან კავშირი ორი დღის წინ გაწყდა.

 

მოლაშქრეების დაკავების ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. მათი თქმით, აღნიშნული პირები დაკავებული არიან ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

 

მცხეთის პოლიციაში დაკავებულების ახლობლები ამ წუთებში გამომძიებლებს ხვდებიან.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner