logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელი: ირაკლი ალასანიას პრეტენზიები სასაცილოა!
- +

11 მაისი. 2016. 18:38



ირაკლი ალასანიას პრეტენზიები სასაცილოა, სირცხვილია, მაგრამ ალბათ ხანდახან ადამიანები გაუგებარ არჩევანს აკეთებენ", - ასე გამოეხმაურა თინა ხიდაშელი ირაკლი ალასანიას განცხადებას, რომლის თანახმადაც, თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს პოლიტიკურ დღის წესრიგს უდგენენ. 


როცა ვსაუბრობთ ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობაზე, ერთი წლის განმავლობაში ვისმენდი პრეტენზიებს თავდაცვის ყოფილი მინისტრისგან. მთელი ერთი წელია არ გამიცია პასუხი არც ერთი განცხადებისთვის, რადგან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს პაექრობა. ძალიან სამწუხაროა, რომ როგორც ჩანს, რთულად გასაგებია, რატომ არ გცემენ პასუხს


საჯაროდ მოვითხოვ თავდაცვის ყოფილი მინისტრისგან, წარმოადგინოს პრეტენზიების ნუსხა, თუ სად იყო უკეთესად შესაძლებელი ქვეყნის დაცვა და მე ეს არ გავაკეთე", - განაცხადა თინა ხიდაშელმა. 

მისი თქმით, შეურაცხმყოფელი და სირცხვილია, როცა ასეთი განცხადებები ისმის.


კიდევ უფრო სირცხვილია, რომ ბატონი ირაკლი ჩაერთო იმ რუსულ პროპაგანდაში, რომელსაც პირდაპირ ცეცხლი აქვს ჩემს წინააღმდეგ გახსნილი და დღეს იგი ხელისმომკიდის პრინციპით ამ მარათონში მონაწილეობს", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. 

„თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველოს საჰაერო თავდაცვის საკითხთან დაკავშირებით, თავდაცვის ამჟამინდელ მინისტრს გარკვეული ჩარჩოები დაუწესეს.

ხიდაშელის უწყებას ის პოლიტიკური ჩარჩოები დაუწესეს, რასაც მე ვერ მიწესებდნენ საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირეით", - აღნიშნა ალასანიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner