logo_geo
eng_logo
„Check in Georgia“ ტურისტების ნაკადს გაზრდის, რაც დამატებითი სარგებელია ჩვენი მოსახლეობისთვის"
- +

11 მაისი. 2016. 18:40



„თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილის ნიკოლოზ ქურდიანის განცხადებით, „პროექტი ხელს უწყობს ტურისტების ნაკადის გაზრდას, რაც კიდევ დამატებითი სარგებელია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის".



ნიკოლოზ ქურდიანის თქმით, „თიბისი ბანკი" უკვე მრავალი წელია, ჯაზ-ფესტივალების მხარდამჭერია, წელს შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი პროექტ „Check in Georgia"-ს ფარგლებში ტარდება, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდას მსოფლიოში. 



იმდენად ცნობილი სახელები მონაწილეობენ, მაგალითად, შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალში და ასევე სხვა დაგეგმილ ღონისძიებებში, რომ მათი საქართველოში ჩამოსვლა და კონცერტების გამართვა თავისთავად არის მოვლენა. ეს პროექტი ხელს უწყობს ტურისტების ნაკადის გაზრდასაც, რაც კიდევ დამატებითი სარგებელია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის", - განაცხადა „თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკოლოზ ქურდიანმა.



ცნობისთვის, მთავრობის მიერ ინიცირებულ პროექტ „Check In Georgia"-ს შეურთდნენ: „როიალ კაპიტალ გრუპი", „საქართველოს ბანკი", „თიბისი ბანკი", „მეტრო", „სოკარი", „ვისოლი", „თეგეტა მოტორსი", „VTB ბანკი", „ბლექსი ჯგუფი", „შილდა", „T&R დისტრიბუცია", განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების ფონდი, „ომეგა", „პროგრეს ბანკი", „West Invest", „ბორჯომი", საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, „რუსალოს", „გალფი", „ატლსაგლობალი", „აიჯი მოლი".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner