სანდრო ბრეგაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თანამდებობა უნდა დატოვოს. „ეროვნულების" ლიდერის facebook-პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„პრეზიდენტი უნდა გადავაყენოთ! პრეზიდენტი, რომელიც ღიად ეწინააღმდეგება კონსტიტუციაში ოჯახის განსაზღვრებას (ოჯახი არის მამაკაცისა და ქალის ერთობა), პრეზიდენტი, რომელიც ამით მხარს უჭერს ჰომოსექსუალი წყვილების დაქორწინებას, პრეზიდენტი, რომელიც ჩვენ არ აგვირჩევია, პრეზიდენტი, რომელსაც ავტორიტეტი არ აქვს, პრეზიდენტი, რომელსაც მოქალაქეების უმეტესობა დასცინის, პრეზიდენტი, რომლისთვისაც ხმა არავის მიუცია, პრეზიდენტი, რომელსაც თითზე ჩამოსათვლელი მხარდამჭერი ჰყავს, პრეზიდენტი, რომელიც ცარიელ ადგილს წარმოადგენს, პრეზიდენტი, რომელიც ამორალიზმსა და გარყვნილებას ქადაგებს, პრეზიდენტი, რომელიც გაფუჭების მეტს ვერაფერს აკეთებს და ყველაზე მთავარი - პრეზიდენტი, რომელიც 2016 წლის არჩევნებში საშიშ, დესტრუქციულ როლს ითამაშებს. ასეთი პრეზიდენტი სასწრაფოდ უნდა გადავაყენოთ და გავუშვათ სახლში, რადგან ის ქვეყნის სირცხვილია. როდესაც გადავაყენებთ, შემდეგ შეუძლია დამოუკიდებლად კენჭი იყაროს პრეზიდენტის პოსტზე, რათა თავად დარწმუნდეს, რომ 3%-საც ვერ მიიღებს! დადგა დრო, დავიწყოთ მოქმედება ჩვენს მიერ არარჩეული პრეზიდენტის გადასაყენებლად!", - წერს ბრეგაძე.