logo_geo
eng_logo
სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული დ.ღ წინასწარ პატიმრობაში დატოვა
- +

29 აგვისტო. 2018. 15:24

 

 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ-ს წინასასამართლო სხდომა დასრულდა.

 

დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ ბრალდების მხარის დამატებითი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელა. მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და არასრულწლოვანი დ.ღ სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

 

გამოძიება დ.ღ.-ს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემას ედავება. ის ივლისში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანი ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ესაუბრა მოკლული დავით სარალიძის მამასაც, თუმცა, შსს-ს ცნობით, სასამართლო განხილვის სტადიაზე მან მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.

 

დღევანდელი სასამართლო  სხდომის დაწყებამდე დაკავებულის დ.ღ-ს ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებას ითხოვდნენ. მათი  ინფორმაციით, წარდგენილ ბრალდებაში არასრულწლოვანი თავს ნაწილობრივ დამნაშავედ ცნობს. ადვოკატების თქმით, დ.ღ-მ ზაზა სარალიძესთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მისივე თხოვნით არ გაახმაურა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner