გორიში, წყალმტკვარმშენის ტერიტორიაზე ხმელი ბალახი იწვის.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით დამწვარია 50 ჰა ტერიტორია.
ადგილზე მობილიზებულია 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
დასახლებულ ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.