logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: პოლიტსაბჭოს შემადგენლობის ნახევარი შეიცვლება
- +

11 მაისი. 2016. 19:30





„ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძე გაზეთ „ვერსიასთან" ინტერვიუში საარჩევნო სიებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების" მზა სია, როგორც ასეთი, ჯერჯერობით არ არსებობს.



14 მაისს პარტიის ყრილობა ტარდება და როცა პოლიტსაბჭოს შემადგენლობას ავირჩევთ, ახალი სახეები მათ შორისაც იქნებიან. ვადასტურებ, რომ პოლიტსაბჭოს შემადგენლობის დაახლოებით ნახევარი შეიცვლება, თუმცა არა მთლიანად. მის შემადგენლობაში მოქმედი წევრებიც დარჩებიან. სხვათაშორის, დღეს არც პოლიტსაბჭოს საბოლოო  სახეა დაზუსტებული. კანდიდატთა საბოლოო სია კი ყრილობაზე დელეგატებს წარედგინებათ დასამტკიცებლად", - განაცხადა კობახიძემ.

 


კობახიძემ აქვე დაადასტურა, რომ საქართველოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციები გაიმართა.


 „პირველადი კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთან  ნამდვილად  გვქონდა, სიის  ფორმირების პრინციპებთან დაკავშირებით. სწორედ აქედან წამოვიდა ეს სამი მიმართულება, რომელთა გაძლიერებაც საჭიროა, რაც შეეხება ყრილობას, დიდი იმედი გვაქვს, რომ 14 მაისს ივანიშვილი ამ ღონისძიებას დაესწრება", - განაცხადა კობახიძემ. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner