logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: არ შეიძლება, ომის დროს პამპერსების იმედზე ვიყოთ, თუმცა პამპერსი სააკაშვილს მაშინ სჭირდებოდა
- +

11 მაისი. 2016. 19:40


 



საპარლამენტრო უმრავლესობის წევრის თამაზ მეჭიაურის შეფასებით, თავდაცვის მინისტრი არასწორ და უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებს, რომლის შედეგად შესაძლოა, საქართველო ისევ დადგეს ომის საშიშროების წინაშე.



ეს ქალბატონი არადეკვატურია საერთოდ. აკეთებს რაღაც არაადეკვატურ განცხადებებს. იღებს უცნაურ გადაწყვეტილებებს. მაგალითად, მე არ მეგონა, რომ ამ სწავლებების დრო

იყო ახლა მით უმეტს ამ ფონზე, როდესაც ჩვენ ირგვლივ ყველა საომარ მოქმედებებშია ჩართული. დაპირისპრება ნატოსა და რუსეთს შორის კულმინაცას აღწევს და ამ

შემთხვევაში ნებისმიერი გადაადგილება ამ ტერიტორიაზე შეიძლება გამოყენებულ იქნეს

ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის, მიერ თუნდაც დამატებითი ძალების შემოსაყვანად. მაგრამ ეს დამატებითი ძალები ციდან ხომ არ ჩამოფრინდებიან. რომელიმე კონფლიქტური რეგიონიდან უნდა გადმოიყვანონ. გამომდინარე აქედან, ეს დაძაბულობის მუხტი ჩვენს ტერიტორიაზეც გადმოდის. აქ თუ მოხდა ღმერთმა დაიფაროს და რაიმე პატარა ინციდენტიც კი, რომელიც შეიძლება პროვოცირებული იყოს რომელიმე მხრიდან და საქართველო გაეხვეს, ომის ქარცეცხლში რა შედეგებამდეც მივალთ ეს ძნელი წარმოსადგენი არ არის. თუ გავითვალისწინებთ 2008 წლის მოვლენებს, რაში გამოიხატა, ჩვენი პარტნიორების დახმარება, კარგად გვახსოვს. არ შეიძლება, რომ პამპერსების იმედზე ვიყოთ ომის დროს. თუმცა, პამპერსი შეიძლება მაშინ ჭირდებოდა სააკაშვილს. ჯობდა ერთი­ორი დიდი პამპერსი გამოეგზავნათ მისთვის",­განაცხადა მეჭიაურმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner