logo_geo
eng_logo
აშშ-ს სასამართლომ დოლარიდან სიტყვების – „ჩვენ გვწამს ღმერთის” ამოღებაზე უარი თქვა!
- +

29 აგვისტო. 2018. 22:04

 

აშშ-ს შტატ მინესოტას, ქალაქ სენტ-პოლის სააპელაციო სასამართლომ 29 ადამიანის საჩივარი არ დააკმაყოფილა, რომლებიც ითხოვდნენ დოლარის ბანკნოტიდან ამოღებული ყოფილიყო ფრაზა „ჩვენ გვწამს ღმერთის“ (In God We Trust).

 

ათეისტების ჯგუფმა თავის საჩივარში განაცხადა, რომ ეს ლოზუნგი ეწინააღმდეგება აშშ-ს კონსტიტუციის პირველ შესწორებას, რომელიც მრწამსის თავისუფლებას ეხება. განმცხადებლების აზრით, მრწამსის თავისუფლება გულისხმობს იმას, რომ შეიძლება არ გჯეროდეს ღმერთის არსებობის და შესაბამისად დევიზი ამ მხრივ, სახელმწიფოს არარელიგიური ადამიანების უფლებებს ლახავს.

 

 

მოსამართლე რეიმონდ გრიუნდერი არ დაეთანხმა მათ. ის დაესესხა უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის დადგენილებას, რომელმაც შტატ ნებრასკაში საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის დაწყებამდე ლოცვის წარმოთქმის წინააღმდეგ წარდგენილი საჩივარი არ დააკმაყოფილა.

 

 

უმაღლესმა სასამართლომ მაშინ დაასკვნა, რომ ეს ლოცვა უკვე ტრადიციად იყო ჩამოყალიბებული. მოსამართლე გრიუნდერმა განაცხადა, რომ დევიზი ბანკნოტებზე არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და ეხმიანება წინა თაობების ხედვებს რწმენის თავისუფლების თაობაზე. როგორც ირკვევა, საჩივარი წარადგინა ადვოკატმა მაიკლ ნიუდოუმ, რომელიც ცნობილია ანტიკლერიკალური ხედვებით. ის მანამდეც ცდილობდა ამ ფრაზის ამოღებას-2010 წელს მან სასამართლო წააგო, როდესაც შეეცადა ამოღებული ყოფილიყო ღმერთის ხსენება ამერიკის დროშისადმი ერთგულების ფიცის ტექსტში.

 

 

პირველად ფრაზა „ჩვენ გვწამს ღმერთის“ აშშ-ს მონეტებზე 1864 წელს, სამოქალაქო ომის დროს გაჩნდა. 1956 წელს პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა ხელი მოაწერა კანონს, რომელმაც დაამტკიცა სიტყვათა წყობა In God We Trust ამერიკის ეროვნულ ლოზუნგად. ამის შემდეგ, 60-იან წლებში, ეს ფრაზა ბანკნოტებზეც გაჩნდა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner