„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კაკაბაძე, პარტიიდან არამაზ ახვლედიანის წასვლას, ჯანსაღ პროცესად აფასებს. კობახიძე ირწმუნება, რომ სუსტი საპარლამენტო მიმართულებები გაძლიერდება, რასაც კონსულტაციებისას ხაზი თავად ბიძინა ივანიშვილმა გაუსვა. კობახიძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა", თავის სატელიტებიანად, პოლიტიკაში ფაქტორი ვეღარ იქნება.
„ჩვენი მიზანი განახლება და გაძლიერებაა და რაც საჭიროა, ამისთვის ყველაფერი გაკეთდება", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.