logo_geo
eng_logo
მაკკეინმა საკუთარი სასახლე რამდენიმე ფიგურას ანდო, მათ შორის ერთი რუსი პოლიტიკოსია
- +

30 აგვისტო. 2018. 00:47

 

რუსი ოპოზიციონერი ვლადიმერ კარა-მურზა (უმცროსი) ერთ-ერთი იმათგანი იქნება, ვინც მაკკეინის სასახლეს სამგლოვიარო ცერემონიალზე გააცილებს.

 

ცერემონიალი შაბათს ვაშინგტონში გაიმართება.

 

როგორც წერენ, სწორედ ასეთი იყო მაკკეინის სურვილი. საკუთარი სამგლოვიარო ცერემონიალი მან თავადვე დაგეგმა.

 

მაკკეინის სასახლეს ვაშინგტონის ნაციონალური კათედრალში კარა-მურზას გარდა შეაცილებენ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ყოფილი სენატორი რასს ფეინგოლდი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი უილიამ კოენი, მსახიობი უორრენ ბიტტი.

 

კარა-მურზასთან მაკკეინის დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. 2017 წელს როცა ის მოწამლეს, მაკკეინი სენატში ლოცვით გამოვიდა და მომხდარში რუსეთი და პუტინი დაადანაშაულა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner