საქართველოს პარლამენტის წევრი დათო ლორთქიფანიძე „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის გიორგი კანდელაკის განცხადებას პასუხობს, რომელიც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა. კანდელაკის თქმით, „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში არ უნდა დარჩეს და „ნაციონალური მოძრაობა" არის ერთადერთი ძალა, რომელიც „ხორცს შეასხამს საკუთარ გეგმებს, წარსულ გაკვეთილებზე დაყრდნობით.
„მინდა გიორგი კანდელაკის გამოსვლას გამოვეხმაურო და არჩევნებში მომავალ
გამარჯვებასთან დაკავშირებით ვუთხრა, ნეტარ არიან მორწმუნენი. კარგად გაიხედეთ, რამდენიმე დღის უკან პარტიიდან გაგექცათ ადამიანი, რომელიც, როგორც ამბობთ, ათეულში იყო გათვალისწინებული. 10 კაცის გაყვანის იმედი არ გაქვთ და რა არჩევნების
მოგებაზე ლაპარაკობთ, მართლა გაუგებარია", - მიმართა ლორთქიფანიძემ კანდელაკს.