logo_geo
eng_logo
ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის ორ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
- +

30 აგვისტო. 2018. 11:41

 

 

„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ირანის ისლამური რესპუბლიკის ორ მოქალაქეს ს.ა.-ს, და ს.ბ.-ს, რომელთაც ბრალი აქვთ წარდგენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საზღვარგარეთ ყოფნისას, უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ ს.ა.-მ 79,0369 გრ. „ჰეროინი“, ხოლო ს.ბ.-მ  91,2084 გრ. „ჰეროინი“, რაც შენიღბული სახით შეინახეს თავიანთ სხეულში და 2018 წლის 27 აგვისტოს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გამოვლით უკანონოდ შემოიტანეს საქართველოში.

 

გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ირანის ისლამური რესპუბლიკის ორი მოქალაქე, რომელიც 2018 წლის 27 აგვისტოს შემოვიდა  საქართველოში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, იმავე დღეს დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

 

2018 წლის 29 აგვისტოს, ს.ა.-ს და ს.ბ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა) და სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) წარედგინათ. დანიშნულია ასევე ექსპერტიზა ს.ბ.-სგან დამატებით ამოღებულ სავარაუდოდ ნარკოტიკულ საშუალებებზე.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner