logo_geo
eng_logo
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ დაკავებული საქართველოს ხუთი მოქალაქე თავისუფალია
- +

30 აგვისტო. 2018. 16:36

 

 

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ დაკავებული საქართველოს ხუთი მოქალაქე ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს.

 

გათავისუფლებულ ახალგაზრდებს ერგნეთში ოჯახის წევრები დახვდნენ. ხუთივე მათგანს სავარაუდოდ, გამოკითხვის მიზნით, მცხეთის პოლიციაში გადაიყვანენ.

 

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები თრუსოს ხეობაში ლაშქრობაში იმყოფებოდნენ, რა დროსაც ისინი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ საზღვის უკანონო კვეთის ბრალდებით, ორი დღის წინ დააკავეს.

 

დაკავებულები იყვნენ: 1988 წელს დაბადებული ბექა მაღრაძე, 1989 წელს დაბადებული ქეთევან მაღრაძე, 1992 წელს დაბადებული მზია გომური, 1997 წელს დაბადებული ვახტანგ გუბელაძე და 1996 წელს დაბადებული გია ბაღდოშვილი.

 

სუს-ის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ინფორმირებული იყო ევროკავშირის მისია და ასევე, ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner