logo_geo
eng_logo
ზუგდიდის ბაზართან გარემოვაჭრე ადმინისტრაციული წესით დააკავეს
- +

30 აგვისტო. 2018. 23:47

 

 

ზუგდიდის ბაზართან დღეს გარემოვაჭრე მარინა ფარულავა დააკავეს. ის პოლიციის სამმართველოში რამდენიმე საათი დაკითხვაზე იმყოფებოდა.

 

დაკავებულის შვილის განცხადებით, მარინა ფარულავამ დაკითხვის ოთახში სამართებლით, რომელიც ჩანთაში ჰქონდა, ვენების გადაჭრა სცადა. ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც ფარულავას შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა.

 

გარემოვაჭრე დღეს დაახლოებით 16:00 საათისთვის დააკავეს. თვითმხილველი ნესტან ღულათავას განცხადებით, პოლიციამ მარინა ფარულავას გარევაჭრობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რასაც არ დაემორჩილა. მისივე ინფორმაციით, იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც, რის შემდეგაც ის პოლიციის მანქანაში ჩასვეს და სამმართველოში გადაიყვანეს.

 

მარინა ფარულავამ პოლიციის სამმართველო უკვე დატოვა. მისი ინფორმაციით, სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება. ის ზუგდიდის მერიის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს აანონსებს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარინა ფარულავა ადმინისტრაციული წესით დააკავეს. გამოძიება 153 -ეს მესამე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც შესაბამისი ნებართვის გარეშე გარევაჭრობას გულისხმობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner