„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდორმარის ნიკოლოზ მჟავანაძის ინფორმაციით „დავით უსუფაშვილსა და ძმებ ბერძენიშვილებს შორის სერიოზული დაპირისპირება მოხდა."
ამის შესახებ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს:
„როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, გუშინ დავით უსუფაშვილსა და ძმებ ბერძენიშვილებს შორის სერიოზული დაპირისპირება მოხდა.
ბერძენიშვილები უსუფაშვილისგან ითხოვდნენ დემარშით დაეტოვებინათ მინისტრის პორტფელები „რესპუბლიკული" პარტიის წევრებს. საქმე ლამის ფიზიკურ შეხლა შემოხლამდე მივიდა.
შესაძლოა უახლოეს პერიოდში დავით უსუფაშვილმა დატოვოს პარტია და მომავალ არჩევნებში „ქართული ოცნების" რიგებში ვიხილოთ. უსუფაშვილმა კარგად იცის რომ „რესპუბლიკური პარტია" მომავალ პარლამენტში ვერ მოხვდება."- აღნიშნავს მჟავანაძე.