logo_geo
eng_logo
ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
- +

31 აგვისტო. 2018. 10:35

 

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასა და შენახვაში და  დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღებაში ბრალდებული ა.მ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

 

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ: ა.მ-მ შემდგომი გასაღების მიზნით გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 8.0365  გრამი ნარკოტიკული  საშუალება „კანაფის ფისის“  შემცველი პლასტიკური ნივთიერება, საიდანაც ნაწილი, დიდი ოდენობით 1.7265 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კანაფის ფისის“ შემცველი პლასტიკური ნივთიერება 2018  წლის 14  მარტს, 26 მარტს და 27 მარტს 400 აშშ დოლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ნ.ს-ზე (რომელიც თანამშრომლობდა გამოძიებასთან).

 

სამართალდამცველებმა ა.მ. 2018 წლის 29 მარტს დააკავეს. ა.მ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 4.92 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კანაფის ფისის“ შემცველი პლასტიკური ნივთიერება, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 1.39 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კანაფის ფისის“ შემცველი პლასტიკური ნივთიერება.

 

 ა.მ-ს ბრალდება  წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვისა და  დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღებისთვის და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ა.მ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და  სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner