logo_geo
eng_logo
ხაშურში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
- +

31 აგვისტო. 2018. 11:30

 

ხაშურში, სოფელ ცედანში ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

 

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

 

ადგილზე მუშაობს 220 მეხანძრე-მაშველი და 17 სახანძრო მანქანა. მათ შორის, ტყის ხანძრების ქრობის სპეცტექნიკა.

 

დილის 7 საათიდან, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner