უმრავლესობის წევრის თამაზ მეჭიაურის განცხადებით საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მინისტრის პოსტზე არაკომპტენტურია, ამიტომ მან პრემიერ- მინისტრს საკითხთან დაკავშირებით უკევ მიმართა.
„პრემიერ-მინისტრს ვურჩიე, რომ თავდაცვის მინისტრი გადააყენოს, რადგან არაადეკვატურია და შეიძლება, შარში გაგვხვიოს. ელემენტარულად, თავდაცვის მინისტრს კომპიუტერულ თამაშებში მაინც უნდა ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული, რომელიმე ომში. ქალბატონს არ შეიძლება, თოფი დააჭერინო ან გადაწყვეტილების უფლება მისცე. სათამაშო არ არის ეს ქვეყანა, ხან ტანკი შემოიყვანოს, ხან გაიყვანოს. ასე არ ხდება, რომ დაატარებს რაღაცებს აქეთ- იქით. „ქართული ოცნებაა", მაგრამ, ფაქტობრივად, მართავენ რესპუბლიკელები... არ გამოვა", - განაცხადა მეჭიაურმა.