logo_geo
eng_logo
მან ჰოლოკოსტის დროს 669 ბავშვი გადაარჩინა და არ იცოდა, რომ ისინი მის გვერდით სხედან
- +

11 მაისი. 2016. 21:32



სერ ნიკოლას უინტონმა 1939 წელს ორგანიზება გაუწია ოპერაციას, რომლის წყალობით იმ წლებში ნაცისტური ბანაკებიდან 669 ებრაელი ბავშვი დაიხსნეს, 1988 წელს კი, 50 წლის შემდეგ იგი მათ ტელეგადაცემაზე შეხვდა.


ნიკოლას უინტონი ბავშვებს თავშესაფარს უძებნიდა და მათ ბრიტანეთში გამგზავრებას უწევდა ორგანიზებას. დიდი ბრიტანეთის მედიამ უინტონი „ბრიტანელ შინდლერად" მონათლა.


თავად უინტონი ბავშვების გადარჩენის საიდუმლოს 49 წლის განმავლობაში ინახავდა. ეს ფაქტი უცნობი იყო მანამ, სანამ ნიკოლასის მეუღლემ, გრეტამ მის ძველ რვეულს არ მიაკვლია ბავშვების ფოტოებითა და სახელებით.


ამ ვიდეოზე სერ იონტონი მის მიერ 50 წლის წინ გადარჩენილი ბავშვების გარემოცვაში ზის, თუმცა ჯერ არ იცის ამის შესახებ. მისი რეაქცია ნებისმიერს შეძრავს.


2002 წელს დედოფალმა ელისაბედ II-მ მას რაინდის წოდება უბოძა. 2014 წელს, 105 წლის ასაკში მას ჩეხეთის უმაღლესი ჯილდო - თეთრი ლომის ორდენი მიენიჭა. 2015 წლის 1 ივნისს კი სერ ნიკოლას ჯორჯ უინტონი 106 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამუდამო ხსოვნა გამორჩეულ გმირს!


 

 

 

წყარო: "აქცენტი"



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner