ზაფხულის სეზონისთვის ურეკის კურორტი ახალი მანქანებით დასუფთავდება - ურეკი-შეკვეთილის 14 კილომეტრიან სანაპირო ზოლს სამი ახალი თანამედროვე ნაგავმზიდი მოემსახურება.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სპეცტექნიკა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ ერთად დაათვალიერეს და გამოსცადეს.
სპეცტექნიკის გამოყენებით, ქვიშის პლაჟზე, 20 სანტიმეტრის სიღრმიდან მყარი ნარჩენების ამოღებაა შესაძლებელი. ნაგავმზიდებით სანაპირო ზოლი კვირაში რამდენჯერმე დასუფთავდება.