logo_geo
eng_logo
„საქმე არც ისე ცუდადაა, როგორც შამბა ამბობს...“ - ხაჯიმბა ოპონენტებს პასუხობს და ენგურის „გამშვები პუნქტის“ გახსნას აანონსებს
- +

1 სექტემბერი. 2018. 00:34

 

აფხაზეთში პოლიტიკური დაძაბულობა კრიტიკულ ზღვარზეა - ე.წ. ოპოზიცია ოქტომბერში მასშტაბურ აქციებს აანონსებს. თუკი აფხაზური პოლიტიკური საზოგადოება შიგნით არსებულ უმძიმეს ვითარებაზე უმეტესად დუმდა, ახლა ვითარება შეიცვალა - რეგიონში დაგროვილ პრობლემებზე პირველად ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ ისაუბრა და აფხაზეთის რეალობა ენგურს აქეთ არსებულ შეადარა.

 

ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში, ერთ-ერთ რესტორანში 90-იანი წლების ომის ე.წ. ვეტერანმა სასრიკ შაკრილმა, რომელიც აფხაზეთის „ომბუდსმენის” ასიდ შაკრილის ძმაა, უკნიდან მიპარვით თავში ჭიქა ჩაარტყა „ვიცე-პრეზიდენტს" ვიტალი გაბნიას. შაკრილი მხოლოდ ერთდღიან პატიმრობაში დატოვეს და გაათავისუფლეს.

 

როდესაც დამნაშავეებს არ სჯიან, სახელმწიფოს კლავენ... მე, მაღალჩინოსანიც კიდაუცვლელი ვარ ჩემს ქვეყანაში - განაცხადა გაბნიამ, „თანამდებობიდან” გადადგა და აფხაზთის ლიდერს - რაულ ხაჯიმბას მოუწოდა, მეტჯერ ნუ ეცდება პრეზიდენტობას, რადგან მან კანონის დაცვით ქვეყნის მართვა ვერ შეძლო...“

 

თუმცა, ამავდროულად, დეფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა გაბნიამ ადგილობრივ მოსახლეობასაც მოუწოდა, დაუჭირონ მხარი ოქტომბერში დაანონსებულ აქციებს, რადგან - ასეთ სიტუაციაში სრულებით შესაძლებელია ხელისუფლებაში ისევ შემთხვევითი ადამიანები მოვიდნენ, როგორც ეს არაერთხელ მოხდა.“

 

აღნიშნული პროცესების შეფასებას შეეცადა აფხაზეთიდ დეფაქტო ლიდერი რაულ ხაჯიმბა, რომელმაც „პრეზიდენტობის“ კიდევ ერთ ვადაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ოქტომბერში დაანონსებულ აქციებს მშვიდად ხვდება, რადგან ამგვარ პროცესებს უკვე შეეჩვია...

 

გა­სა­გე­ბია, რომ პრობ­ლე­მე­ბი არ­სე­ბობს, თუმ­ცა, უნდა ვთქვა, რომ თუ ქვეყ­ნის ბი­­ჯე­ტი 2 მილი­არ­დი რუბ­ლია და ახლა ბევ­რად მე­ტია, იმე­დი მაქვს, რომ ეს ციფ­რი გა­იზ­რდე­ბა. არც ისე დიდი ხნის წინ ის 47,4 მი­ლი­ონს არ აღე­მა­ტე­ბო­და...” - გა­ნა­ცხა­და ხა­ჯიმ­ბამ.

რა შე­ე­ხე­ბა გაბ­ნი­ას ინ­ცინ­დენტს, მან ეს ფაქ­ტი უარ­ყო­ფი­თად შე­ა­ფა­სა, თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნა, რომ ვერც გაბ­ნი­ას გა­დად­გო­მას შე­ა­ფა­სებს და­დე­ბი­თად:

შე­საძ­ლოა, ეს მისი მხრი­დან ყვე­ლა­ზე სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, თუმ­ცა, მე მუ­შა­­ბის გაგრძე­ლე­ბის გარ­და, სხვა გა­მო­სა­ვალს მა­ინც ვერ ვხე­დავ და ვერც ვე­რა­ვინ იტყვის, რომ ამის შემ­დეგ პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი შე­ჩერ­დე­ბა,” - აღ­ნიშ­ნა მან.

 

აფხაზ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ხა­ჯიმ­ბას ასე­ვე ჰკი­თხეს, 2016 წელს, ე.წ. უკ­რა­ი­ნუ­ლი ვი­კი­ლიქ­სის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სკან­და­ლურ მი­მო­წე­რა­ზე, რო­მელ­შიც აფხა­ზეთ­თან და სამ­ხრეთ ოსეთთან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ში რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის თანაშემწე ვლა­დის­ლავ სურ­კო­ვიაფხა­ზე­თის 2014 წლის ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტე­ბის, რაულ ხა­ჯიმ­ბას, ლე­ო­ნიდ ძი­აპ­შ­ბას და მე­რაბ ქიშ­მა­რი­ას წერ­და...

 

 

უკ­რა­ი­ნელ­მა ჰა­კე­რებ­მა ხა­ჯიმ­ბა­სა და სურ­კო­ვის დი­ა­ლო­გიც გა­ა­სა­ჯა­რო­ვეს, რო­მე­ლიც აფხაზუ­რი "არ­მი­ის" რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­თან შერ­წყმა­სა და "სამ­ხედ­რო თანამშრომლო­ბას" ეხე­ბო­და. მი­მო­წე­რა­ში სურ­კო­ვი და ხა­ჯიმ­ბა აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ერ­თობ­ლი­ვი სა­პო­ლი­ციო სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ცენ­ტრის გახ­სნას და სა­ზღვაო-სახ­მე­ლე­თო პუნქტების ერ­თობ­ლივ კონ­ტროლ­ზე, ასე­ვე აფხა­ზეთ­ში რუ­სუ­ლი სა­პენ­სიო სის­ტე­მის ამოქმედე­ბა­ზე და სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბე­ბის გა­ცე­მა­ზე სა­უბ­რობ­დნენ.

 

რე­ა­ლუ­რად, ხა­ჯიმ­ბას და მისი გა­რე­მოც­ვის უარ­ყო­ფის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც ასე მოხ­და და პროცე­სი ახ­ლაც გრძელ­დე­ბა...

 

თქვენ იცით, რომ სო­ცი­­ლურ ქსე­ლებ­ში ათა­სი სი­სუ­ლე­ლის და­წე­რა შე­იძ­ლე­ბა, ის უკვე წაშლი­ლია და მათ­ზე არა­ვინ სა­უბ­რობს...” – უპა­სუ­ხა ხა­ჯიმ­ბამ ჟურ­ნა­ლის­ტებს თუმ­ცა, აფხაზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ათი წლის­თავ­ზე, სწო­რედ იმ გზას მიჰ­ყვე­ბა ხა­ჯიმ­ბა.

 

რაც შე­ე­ხე­ბა რაულ ხა­ჯიმ­ბას კი­დევ ერთი ვა­დით “პრე­ზი­დენ­ტო­ბას”, მან გა­ნა­ცხა­და, რომ ეს უკვე ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი თე­მაა.

 

არც კი ვიცი, მე­რამ­დე­ნედ მეს­მის ერთი და იგი­ვე კი­თხვა, იყ­რით თუ არა კენ­ჭს მე­­რე ვა­დით - მო­დით, ნუ გა­ვას­წრებთ მოვ­ლე­ნებს, მოვა დრო და ყვე­ლა­ფერს გა­­გებთ... პირ­ველ რიგ­ში, ამას ჩვე­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა და იქ­ნებ საკ­მა­რი­სია ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან ამ თე­მით სპე­კუ­ლი­რე­ბა, ასე­ვე იმა­ზე სა­­ბა­რი, რომ სა­ჭი­როა მკაც­რი ღო­ნის­ძი­­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა, რათა ქვე­ყა­ნა გა­დარ­ჩეს.იქ­ნებ მათ მი­იყ­ვა­ნეს ქვე­ყა­ნა აქამ­დე თა­ვი­ან­თი გან­ცხა­დე­ბე­ბით?!” - აბობს ხა­ჯიმ­ბა.

მი­სი­ვე თქმით, აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს “სა­კონ­სტი­ტუ­ციო რე­ფორ­მე­ბი", გა­ნი­ხი­ლე­ბა ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი გა­და­სა­ხა­დე­ბის თე­მას­თან, ახა­ლი ათო­ნის მღვი­მის, რი­წის პარ­კი­სა და ბიჭ­ვინ­თის რეს­ტავ­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ასე­ვე გა­და­სა­ხე­დია სა­ბან­კო სის­ტე­მე­ბი...

ხალ­ხს ბან­კი­დან კრე­დი­ტი გა­აქვს და აბ­რუ­ნებს კი­დეც - ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, 485 მი­ლი­­ნი რუბ­ლი უკვე დაბ­რუ­ნე­ბუ­ლია, 30 მი­ლი­­ნის ბედს კი სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვეტს. რო­გორც ოპოზი­ცი­­ში ამ­ბო­ბენ, არ ვვი­თარ­დე­ბით, არ გვაქვს ეკო­ნო­მი­კა და მხო­ლოდ ქურ­დო­ბით გაგვაქვს თავი, მა­შინ გან­ვი­თა­რე­ბის ამ დო­ნეს­თვი­საც არ უნდა მიგ­ვეღ­წია, რა­საც კრე­დი­ტე­ბით მი­ვაღ­წი­ეთ... ვი­ღა­ცებს შე­საძ­ლოა ეჩ­ვე­ნე­ბათ, რომ ყვე­ლა­ფე­რი ცუ­დად არის და ამას ბოლო დროს ხში­რად ამ­ბობს სერ­გეი შამ­ბა, თით­ქოს ვი­ღუ­პე­ბით - სი­ნამ­დვი­ლე­ში ყვე­ლა­ფე­რი არც ისე ცუ­დად არის...” - პა­სუ­ხობს ხა­ჯიმ­ბა ოპო­ნენ­ტებს.

დე-ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტი ქარ­თულ მხა­რეს­თან ტვირთბ­რუნ­ვის ლე­გა­ლი­ზე­ბა­საც შე­ე­ხო და მის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზეც ისა­უბ­რა.

მდი­ნა­რე ენ­გუ­რის სა­ზღვარ­თან მა­ინც ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­დან ტვირ­თის უკა­ნო­ნო გადატან-გად­მო­ტა­ნა. იქი­დან გად­მო­ტა­ნი­ლი სა­ქო­ნე­ლი მა­ინც ხვდე­ბა აფხა­ზე­თის ბა­ზარ­ზე. საქართველო­დან გად­მო­ტა­ნი­ლი სა­ქონ­ლის თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა გა­ცი­ლე­ბით ია­ფია, საზღვარზე არა­ვი­თა­რი პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლა არ უწევს, რად­გან ჩუ­მად შე­მო­აქვთ... ეს ლეგალუ­რი უნდა გავ­ხა­დოთ და იქი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი სა­ქონ­ლის და­ფიქ­სი­რე­ბა უნდა მოხ­დეს. ომის შემ­დეგ ენ­გუ­რი და­­კე­ტა, თუმ­ცა, შემ­დეგ, გარ­კვე­­ლი გა­და­სა­ხა­დი და­ვა­წე­სეთ, რომელიც ისევ გა­ვა­უქ­მეთ. არა­და, აღებ-მი­ცე­მო­ბა იქ მა­ინც ხდე­ბა და რა­ტომ უნდა გამდიდრნენ ცალ­კე­­ლი ადა­მი­­ნე­ბი, რა­ტომ უნდა და­კარ­გოს სა­ხელ­მწი­ფომ?” - აღ­ნიშ­ნა მან და დას­ძი­ნა, რომ ენ­გურ­ზე ე.წ. გამ­შვე­ბი პუნ­ქტი უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში აღ­დგე­ბა.

ხა­ჯიმ­ბას გან­ცხა­დე­ბებს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის მწვა­ვე შეფასებები მოჰ­ყვა, მათი თქმით, ხა­ჯიმ­ბა, სი­ნამ­დვი­ლე­ში გა­ლი­ა­ში მომ­წყვდე­ულ მხეცს ჰგავს, რომელიც მისი დრო­ის და­სას­რუ­ლის მო­ახ­ლო­ე­ბას გრძნობს...

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner