logo_geo
eng_logo
პრინცესა დიანას უკანასკნელი სიტყვები - რას იხსენებს მეხანძრე, რომელიც ტრაგიკული ავარიის ადგილას იმყოფებოდა
- +

1 სექტემბერი. 2018. 00:55

 

1997 წლის 31 აგ­ვის­ტოს ტრა­გი­კუ­ლი ღამე მსოფ­ლი­ოს ალ­ბათ დიდ­ხანს არ და­ა­ვი­წყდე­ბა: საღამოს, პა­რი­ზის Ritz-ში ვახ­შმის შემ­დეგ, უელ­სის პრინ­ცე­სამ სას­ტუმ­რო კომ­პა­ნი­ონ­თან - დოდი ალ ფა­ი­ედ­თან, მი­ლი­ო­ნე­რი ბიზ­ნეს­მე­ნის მო­ჰა­მედ ალ ფა­ი­ე­დის ვაჟ­თან ერ­თად და­ტო­ვა.

 

წყვილს, რო­მე­ლიც ლი­მუ­ზი­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, პა­პა­რა­ცე­ბი მო­ტო­ციკ­ლე­ბით და­დევნენ, რომ ლედი დის ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი აღე­ბეჭ­დათ კადრში. გა­და­ჭარ­ბე­ბულ­მა სიჩ­ქა­რემ ტრაგიკული ავა­რია გა­მო­იწ­ვია - 36 წლის პრინ­ცე­სა დი­ა­ნა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნი­სას გარდაიც­ვა­ლა.

 

მე­ხან­ძრემ, რო­მელ­მაც პრინ­ცე­სას პირ­ველ­მა აღ­მო­უ­ჩი­ნა დახ­მა­რე­ბა, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე, დღეს გა­ნა­ცხა­და, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო უელ­სის პრინ­ცე­სას გა­დარ­ჩე­ნა­ში.

 

სერ­ჟან­ტი ქსა­ვიე გურ­მე­ლო­ნი ყვე­ბა, რომ პრინ­ცე­სა დი­ა­ნას უკა­ნას­კნე­ლი სი­ტყვე­ბი იყო "ღმერთო ჩემო, რა მოხ­და?". რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ მან გონი და­კარ­გა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. გურ­მე­ლო­ნი დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფის სცე­ნას და ამ­ბობს, რომ ის ფიქ­რობ­და, დი­ა­ნა გა­დარ­ჩე­ბო­და. 50 წლის კაცი ყვე­ბა, რომ მან­ქა­ნი­დან გადმოყ­ვა­ნილ­მა დი­ა­ნამ მალე შე­წყვი­ტა სუნ­თქვა, რის გა­მოც მან გუ­ლის მა­სა­ჟი გა­უ­კე­თა და პრინ­ცე­სამ კვლავ და­ი­წყო სუნ­თქვა.

 

მარ­ჯვე­ნა მხარ­ზე მცი­რე და­ზი­­ნე­ბა ჰქონ­და, მაგ­რამ ამის გარ­და, შე­სამ­ჩნე­ვი ტრავ­მა არ აღენიშ­ნე­ბო­და. სის­ხლი სა­ერ­თოდ არ მოს­დი­­და. ვფიქ­რობ­დი რომ გა­დარ­ჩე­ბო­და. სა­ნამ სასწრა­ფო მან­ქა­ნა­ში იყო, ცო­ცხა­ლი იყო. მოგ­ვი­­ნე­ბით გა­ვი­გე, რომ სა­­ვად­მყო­ფო­ში გარდაიცვა­ლა..." - იხ­სე­ნებს მე­ხან­ძრე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner