logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ჩემი შვილები ხშირად აკრიტიკებენ ჩემს საქმიანობას - მათ კრიტიკას ვითვალისწინებ...
- +

1 სექტემბერი. 2018. 01:15

 

ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბი ცნო­ბი­ლია. წელს სტუ­დენ­ტი 27 906 აპლი­კან­ტი გახ­და, რაც გა­მოც­დებ­ში მო­ნა­წი­ლე აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის 70%-ია. ამას­თან, 39 000-ზე მეტი აპ­ლი­კან­ტი­დან მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი ვერ გა­და­ლა­ხა ან გა­მოც­და­ზე არ გამო­ცხად­და და­ახ­ლო­ე­ბით 12 000 აბი­ტუ­რი­ენ­ტი.

 

სტუ­დენ­ტე­ბი გახ­დნენ ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბის შვი­ლე­ბიც. AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, სად ჩა­ა­ბა­რეს და რო­გო­რი ქუ­ლე­ბი აი­ღეს ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის აბი­ტუ­რი­ენ­ტმა შვი­ლებ­მა.

 

სტუდენტი გახდა დეპუტატ ირმა ინაშვილის ქალიშვილიც. ნინი კევლიშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩააბარა. თსუ-ში ის 100 %-იანი გრანტით მოხვდა.

 

- ჩემ­მა ქა­ლიშ­ვილ­მა თა­ვად გა­და­წყვი­ტა გა­ნათ­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ღე­ბა და მეც ვფიქ­რობ, რომ სწო­რია ფუნ­და­მე­ტუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში მი­ღე­ბა. როცა ფა­კულ­ტეტს ირჩევ­და, ალ­ბათ ჩემ­მა საქ­მი­ა­ნო­ბა­მაც მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა. მი­ზან­და­სა­ხუ­ლია ნინი, ისე მეცადინე­ობ­და მთე­ლი ეს წლე­ბი, ერთხე­ლაც არ შე­ვუ­წუ­ხე­ბი­ვარ.

- შე­საძ­ლოა ის თქვენს გვერ­დით ვი­ხი­ლოთ, რო­გორც თქვე­ნი თა­ნა­მებ­რძო­ლი?

 

- არა, ჩვენ არა­ერ­თხელ გვი­ა­სა­უბ­რია ამ თე­მა­ზე და ის ყო­ველ­თვის ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტია. ამ­ბობს, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი ხში­რად მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლია. ჩემი შვი­ლე­ბი ხში­რად აკ­რი­ტი­კე­ბენ ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას და სხვა­თა­შო­რის ვით­ვა­ლის­წი­ნებ.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner