logo_geo
eng_logo
აშშ-ში ბილ კლინტონის და ბორის ელცინის დახურული საუბრების ჩანაწერები გამოაქვეყნეს
- +

1 სექტემბერი. 2018. 02:26

 

აშშ-ის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ვებგვერდზე ბილ კლინტონის სტენოგრამა გამოქვეყნდა, რომელზეც რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, ბორის ელცინისა და ამერიკის 42-ე პრეზიდენტის ბილ კლინტონის პირადი საუბრებია აღბეჭდილი. სტენოგრამა 500-ზე მეტი გვერდისგან შედგება. დოკუმენტებით ირკვევა, რომ პრეზიდენტები ყველაზე ხშირად აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობის დარეგულირებაზე, NATO-ზე და ვლადიმერ პუტინზე საუბრობდნენ. 

 

ელცინს სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე მეტად უკრაინა ადარდებდა

 

ელცინისა და კლინტონის შეხვედრა 1997 წლის 21 მარტს ჰელსინკიში შედგა, მას შემდეგ, რაც რუსეთის ლიდერმა გულის ოპერაცია გადაიტანა. მანამდე, კლინტონი და ელცინი ერთმანეთს ტელეფონით თბილად ესაუბრებოდნენ ხოლმე ერთმანეთს და კლინტონი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით ხშირად ინტერესდებოდა, თუმცა ყირიმში ამერიკელების მანევრების შემდეგ, ელცინის ტონი მკაცრი იყო: ჩვენი პოზიცია უცვლელია. ჩვენ აღმოსავლეთით NATO- გაფართოებას შეცდომად მივიჩნევთ“. განსაკუთრებულად გამოყოფს ელცინი ყირიმის საკითხს: ეს იგივეა, რომ ჩვენ კუბაზე წვრთნები ჩავატაროთ. მოგეწონებოდათ? ჩვენთვის ეს მიუღებელია", - აცხადებდა ელცინი.

 

უკრაინისა და ყირიმის საკითხი ელცინს უფრო მეტად აღელვებდა, ვიდრე ყოფილი სსრკ-ს დანარჩენი ქვეყნები. მაგალითად, ერთ-ერთ სატელეფონო საუბარში ის ამბობს, რომ „საერთოდ არ ეჭვიანობს“ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე, რასაც აშშ ცდილობდა, თუმცა რუსულ-უკრაინულ ურთიერთობებში, ელცინი კლინტონს „თავშეკავებისკენ“ მოუწოდებს.

 

ელცინი აღნიშნავს, რომ რუსეთი პატივს სცემს პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების სუვერენიტეტს და არ აპირებს სევასტოპოლის აღებას“. ის კლინტონს „ჯენტლმენურ შეთანხმებას“ სთავაზობს. შეთანხმება კი გულისხმობს იმას, რომ არცერთი ზემოთ ხსენებული ქვეყანა არ შევიდეს NATO-ში. მოდით ამაზე საუბრით შემოვიფარგლოთ და ეს თემა არ გავაოფიციალუროთ“, - ამბობდა რუსეთის ლიდერი. 

 

კლინტონს ეს იდეა არ მოეწონა. ეს NATO- შენებაში შეგვიშლის ხელს“, - ამბობდა იგი. მისი აზრით, ეს ნიშნავდა იმას, რომ ალიანსი ანტირუსული დარჩებოდა და რუსეთისგან მუდმივად ცუდის მოლოდინში იქნებოდა. - თანაც ეს საიდუმლო შეთანხმებაა და თანამედროვე სამყაროში საიდუმლოებები არ არსებობს“, - დასძენს აშშ-ის პრეზიდენტი. 

 

ელცინი კლინტონს აფრთხილებდა, რომ იუგოსლავიის დაბომბვის შემდეგ, რუსეთის და აშშ-ის ურთიერთობა სამუდამოდ შეიცვლებოდა

 

1998-1999 წლებში, რუსულ-ამერიკული ურთიერთობის მთავარი თემა კოსოვო იყო. კლინტონიც და ელცინიც თავიდანვე ხვდებოდნენ, რომ იუგოსლავიის მოვლენები მათი ქვეყნების ურთიერთობაზე უდიდეს გავლენას მოახდენდა. 

 

„ვიცი, რომ მხარს არ გვიჭერთ, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენ მიერ მიღწეული შეთანხმებები და სამომავლო გეგმები ამ უთანხმოებამ არ ჩაშალოს“, რაზეც ელცინი პასუხობს, რომ ეს შეუძლებელია: ჩემს ქვეყანას ახლა გაცილებით ცუდი განწყობა ექნება აშშ-სა და NATO- მიმართ ვიდრე ადრე. მახსოვს რა რთული იყო ხალხის და პოლიტიკოსების აზრი შემეცვალა დასავლეთზე. ეს მე გამომივიდა, თუმცა ახლა ვფიქრობ, რომ ყველაფერი წყალში ჩაიყრება“.

 

ელცინი კლინტონს სთხოვს, უარი თქვას სერბეთის დაბომბვაზე. ჩვენი ხათრით, ჩვენი ქვეყნების მომავლის ხათრით და ევროპის უსაფრთხოების ხათრით, მოვიფიქროთ ალტერნატიული გზა სლობოდან მილოშევიჩის წინააღმდეგ“.

 

ბოლო საუბარში ელცინი ბევრს ლაპარაკობს პუტინზე და ამბობს, რომ ის ნამდვილი დემოკრატია

 

1999 წლის ნოემბერში, ელცინმა პირველად წარუდგინა კლინტონს რუსეთის ახალი პრემიერმინისტრი ვლადიმერ პუტინი. მე დიდ ხანს ვფიქრობდი, ვინ იქნებოდა შემდეგი პრეზიდენტი და ბოლოს არჩევანი პუტინზე შევაჩერე. მე შევისწავლე მისი ბიოგრაფია და დავრწმუნდი იმაში, რომ ის სანდო ადამიანია. ერთდროულად ძლიერი და კომუნიკაბელური“.

 

ელცინი პუტინზე კლინტონს დიდ ხანს ელაპარაკება.მას შინაგანი ძალა აქვს. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მან გაიმარჯვოს. ის მოიგებს და თქვენ ერთად იმუშავებთ. ის ელცინის გზას განაგრძობს. პუტინი ნამდვილი დემოკრატია და ჩემს გზას გაჰყვება. ამის ენერგია და ტვინი აქვს“, - ეუბნება ელცინი კლინტონს

 

საუბრის ბოლოს ელცინი იმედოვნებს, რომ რუსეთის მომავალი პირდაპირ დაკავშირებულია აშშ-სთან და რომ რუსეთი პუტინის ხელში დემოკრატიული გზიდან არ გადაუხვევს“. 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner