logo_geo
eng_logo
შსს-მ ნარკოტიკების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა
- +

1 სექტემბერი. 2018. 11:18
 
 
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აზერბაიჯანის მოქალაქე - 1978 წელს დაბადებული ს.ა. გარდაბანში დააკავეს”, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. “ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
 
პოლიციამ ს.ა. იმ დროს დააკავა, როდესაც იგი გარდაბნის ტერიტორიაზე ტაქსით გადაადგილდებოდა. სამართალდამცველებმა, დაკავებული ქალის პირადი ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული 21,76 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
right_banner right_banner
არქივი
right_banner