logo_geo
eng_logo
ცოლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულს 1 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

1 სექტემბერი. 2018. 12:18

 

 

„სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ზ.კ დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი)“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

 

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ზ.კ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს ნ.ნ-ს, ხოლო 2018 წლის 14 ივნისს და 15 ივნისს მასზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა. აღნიშნულით დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა, ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოშლის გარეშე.

 

სამართალდამცველებმა ზ.კ. 2018 წლის 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეეფარდა.

 

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ზ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner