მეცნიერმა- გეომორფოლოგმა გიორგი დავალაშვილმა, სხვა მკვლევარებთან და მოსწავლეებთან ერთად, ჭიათურის რაიონის სოფელ მანდაეთში უნიკალური მიწისქვეშა მღვიმე აღმოაჩინა.
გიორგი დვალაშვილი მღვიმის ფოტოებს სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ექსპედიციის მსვლელობისას მოხდა მღვიმეს დიდი ნაწილის შეფასება, რომლის ჯამური სიგრძე ნახევარი კილომეტრია და 3 სართულზე ვრცელდება. მღვიმეში გაედინება დაახლოებით 1 ლიტრი წამში დებიტის მქონე ნაკადი. მანდაეთის მღვიმეს აქამდე მეცნიერულად შესწავლილი მხოლოდ 1 ჩასასვლელი ჰქონდა, რომელსაც „ზაქარიას კლდის მღვიმე" ეწოდებოდა.