logo_geo
eng_logo
„კიკვიძის პარკში“ მელიტონ ქანთარიას მემორიალი გაიხსნა
- +

11 მაისი. 2016. 21:59



თბილისში, კიკვიძის პარკში დიდი სამამულო ომის გმირის მელიტონ ქანთარიას მემორიალი გაიხსნა, რომელმაც სერჟანტ მიხეილ ეგოროვთან ერთად რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართა.


მონუმენტის ავტორია ცნობილი ქართველი მოქანდაკე რომან შეროზია.


თბილისში ქანთარიას ძეგლის დადგმის ინიციატივა ომის ვეტერანებს ეკუთვნის.


მელიტონ ვარლამის ძე ქანთარია 1920 წელს დაიბადა. 1938 წელს წითელ არმიაში გაწვევამდე კოლმეურნეობაში მუშაობდა. ბრძოლებში 1941 წლის დეკემბრიდან მონაწილეობდა, იყო პირველი ბელორუსიული ფრონტის მზვერავი. ბერლინში დროშის აღმართვისათვის სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1946 წლის 8 მაისის ბრძანებულებით მას საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.


დემობილიზაციის შემდეგ ქანთარია სოხუმში დასახლდა. 1947 წელს კომპარტიის რიგებში შევიდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იყო. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც მალე გარდაიცვალა(1993 წელს). დაკრძალულია მშობლიურ დაბა ჯვარში.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner