ვადაგადაცილების შემთხვევაში, სესხზე დარიცხული პროცენტის, პირგასამტეხლოებისა და სხვა ხარჯების მოცულობა ნარჩენი თანხის 1.5-მაგ ოდენობამდე იზღუდება, – ეს არის ერთ-ერთი დღეს ამოქმედებული სიახლეებიდან საფინანსო ბაზარზე, რომლებიც საპროცენტო განაკვეთისა და სესხზე ხარჯის შემცირებას ითვალისწინებს.
სიახლის თანახმად, მაგალითად, თუ სესხის დარჩენილი ძირითადი თანხის მოცულობა 1 000 ლარია, ვადაგადაცილების შემთხვევაში, პროცენტისა და სხვა ხარჯების მაქსიმალური მოცულობა 1500 ლარი იქნება.
ანუ მოქალაქეს ჯამში მაქსიმუმ 2500 ლარის დაბრუნება მოუწევს. აქამდე კი მსგავსი რეგულაცია არ არსებობდა და მაქსიმალური ზღვარი დაწესებული არ ყოფილა.