logo_geo
eng_logo
სერგეი ლავროვი: აშშ-სთან ურთიერთობებში რუსეთი „განაწყენებულის როლის“ მორგებას არ აპირებს!
- +

1 სექტემბერი. 2018. 14:53

 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიალოგისთვის კარის დახურვას არ აპირებს, ვინაიდან არის არაერთი პოლიტიკოსი, რომელიც ახლანდელ რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს არანორმალურად მიიჩნევს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

 

„ჩვენ ყველა კოლეგასთან უნდა ვიმუშაოთ, მიუხედავად იმისა, თუ რა პრობლემები წარმოიქმნება ურთიერთობებში. რუსეთი ის ქვეყანა არაა, რომელიც „განაწყენებულის როლს“ მოირგებს და იტყვის - თუ თქვენ ჩვენს შესახებ რამე არასწორად თქვით, ჩვენ აღარ დაგელაპარაკებით. ეს ჩვენი მეთოდი არაა. ჩვენ ყოველთვის ვაძლევთ პრინციპულ შეფასებას ნებისმიერ ქმედებას, რომელსაც არ ვეთანხმებით, მაგრამ არასდროს ვამბობთ უარს დიალოგზე“, - განაცხადა ლავროვმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner