logo_geo
eng_logo
დეა გოშხეთელიანის ყოფილ მეუღლეს 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

1 სექტემბერი. 2018. 15:46

 

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში „გოშხეთელიანი-ბაკურაძის“ საქმის განხილვა დასრულდა. ბრალდებულ გრიგოლ ბაკურაძეს ერთი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლე მურთაზ კაპანაძის თქმით, რვა თვე, რომელიც ბაკურაძემ პატიმრობაში უკვე გაატარა, სასჯელს მოაკლდება.

 

გრიგოლ ბაკურაძის ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გასაჩივრდება.

 

პროცესს არ ესწრებოდა დეა გოშხეთელიანი.

 

შეგახსენებთ, რომ 22 წლის დეა გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს მასზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შემთხვევა მიმდინარე წლის 3 იანვარს მოხდა. მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 3 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. პირველი ინსტანციის აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და ბაკურაძეს პატიმრობა შეეფარდა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner