სამხრეთ ჩინეთში, გუანდუნის პროვინციაში ძლიერი წვიმის გამო, 127 ათასი ადამიანია ევაკუირებული.
წვიმამ 1.2 მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა. დაღუპულია ორი და დაკარგულია ორი ადამიანი. ზარალმა 1 მილიარდი ჩინური იუანი ($146 მილიონი) შეადგინა. განადგურდა 44 700 ჰექტარი სამეურნეო მიწა.
ძლიერი წვიმას წინ ტაიფუნი და ტროპიკული შტორმი უძღოდა, რასაც 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.