დღეს მცხეთა-მთიანეთში სახალხო დღესასწაული შატილობა აღინიშნა, რომელსაც მრავალწლიანი ისტორია და ტრადიციები აქვს.
შესრულდა ლუდის კოდის დალოცვის რიტუალი, მოეწყო ქართული საბრძოლო ხელოვნების ჩვენება,ცეცხლოვანი შოუ შატილის კოშკებზე, გაიმართა კონცერტი.
ღონისძიებას როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიებას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. მან შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა:
„ეს სიყვარული, რომელიც დღეს აქ იგრძნობა არის ძალა, რომელიც გადაარჩენს შატილს და ქართულ მთას, იმ მთას, სადაც ყველაზე უფრო ინახავენ ქართულ გენს, ქართულ სულსა და ტრადიციებს. თითოეული ქართველი და მსოფლიო კულტურა ამაყობს ამ უნიკალური ძეგლით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.